04 ივლისი 2024,   18:47
ვრცლად
ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე გამოძიება დაიწყო - შემთხვევას ერთი პილოტი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფა მოხდა - ჩამოვარდა თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ 25-ის ტიპის თვითმფრინავი.

უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დაღუპულია მფრინავი კახაბერ ზურაბაშვილი. ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები. ასევე, იმყოფებიან სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები