04 ივლისი 2024,   23:58
ვრცლად
არავინ საუბრობს პოლიტიკაზე - სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა - გიორგი გველესიანი

სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.

მან ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მათთვის დაუვიწყარი ემოციებია:

"დიდ მადლობას გიხდით ყველას, ეს ჩვენთვის დაუვიწყარი ემოციებია. ჯერ ვერ ვიაზრებთ, რა ხდება. ზღაპრის ბოლო კეთილიაო და, მართლაც, კეთილია. ზღაპარიც არ ყოფილა, თურმე, სინამდვილე ყოფილა. ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ყველას გაერთიანება, არავინ საუბრობს პოლიტიკაზე, სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა," - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან.

დღის ამბები