06 ივლისი 2024,   01:17
ვრცლად
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. სტუმრებმა დედაქალაქის ისტორიული უბნები დაათვალიერეს. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან, ასევე - ევროპის 17 ქვეყნიდან.

მათ საშუალება აქვთ, გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.

ღონისძიება 4 ივლისს სრულდება.

დღის ამბები