06 ივლისი 2024,   02:29
ვრცლად
თურქეთში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსის ადგილობრივი მძღოლი დაიღუპა და 20 ტურისტი დაშავდა. მათგან 16 რუსეთის მოქალაქეა, 4 კი - ბელარუსის.

ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტები, ავტობუსით, სასტუმროდან აეროპორტისკენ მიემართებოდნენ.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

დღის ამბები