06 ივლისი 2024,   04:56
ვრცლად
თავდასხმა ისრაელის სავაჭრო ცენტრში - დაღუპულია ერთი პირი

ისრაელში, ქალაქ ქარმიელის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, მათ ტერორისტული აქტზე აქვთ ეჭვი. მომხდართან დაკავშირებით, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

Reuters-ის ინფორმაციით, "პალესტინის ისლამური ჯიჰადი" მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "გმირულ ოპერაციას" უწოდებს.

დღის ამბები