06 ივლისი 2024,   08:27
ვრცლად
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველ ჩემპიონ ქართველ ქალს, მირანდა კაპანაძეს, მშობლიურ ჭიათურაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველ ჩემპიონ ქართველ ქალს, მირანდა კაპანაძეს, გულშემატკივრებმა მშობლიურ ჭიათურაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მას გულშემატკივრები, სპორტსმენები, მწვრთნელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მირანდამ სერბეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ჩემპიონის ტიტული და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთ ასაკობრივ, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე, ჩემპიონი არ ჰყოლია.

დღის ამბები