05 ოქტომბერი 2024,   08:42
ვრცლად
140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება - წარმატებული ევროპული ტურნეს შემდეგ, "ერისიონი" Black Sea Arena-ის სცენაზე გავა

ანშლაგით ჩატარებული ევროპული ტურნეს შემდეგ ისევ საქართველო - პროგრამა "ქართული საგანძური" სამშობლოში ბრუნდება. "ერისიონი" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ცეკვა ქართული, ჩაკრულო, სვანური ფერხული - 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი Black Sea Arena-ს მაყურებლის წინაშე დატვირთული პროგრამით წარდგება. კონცერტამდე თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა ერისიონის მოცეკვავეები ინტენსიურ რეპეტიციებს ყოველდღიურად გადიან. ტრადიციული ორსაათიანი პროგრამა თანამედროვე ელემენტებითაც იქნება გაჯერებული. სპონტანური საცეკვაო ილეთები ახლა უკვე დატვირთული პროგრამის ნაწილია.

ცეკვასთან ერთად Black Sea Arena- ს მაყურებელი "ერისიონის მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებულ სიმღერებსაც მოისმენს.

სარეპეტიციო დარბაზში ახალი და გამოცდილი მუსიკოსები მეგრულ სიმღერას, ვოისა ჰარირას ასრულებენ.

იტალია, შვეიცარია, გერმანია, ფინეთი - ერისიონის ევროპული ტურნე შედგა. თუმცა, ანსამბლის წევრების მღელვარება განსაკუთრებით ქართველ მაყურებელთან შეხვედრისას მატულობს. ანსამბლი პროგრამა "ქართულ საგანძურს" 24 აგვისტოს Black Sea Arena-ზე წარადგენს. კონცერტი მასშტაბური კამპანიის, Starring Georgia-s ფარგლებში გაიმართება.

დღის ამბები