07 ივლისი 2024,   01:49
ვრცლად
პირველ ტურნირზე ხალხი არ ელოდა ასეთ წარმატებას და ძალიან დიდი ხნის მონატრებული იყო ეს ემოციები, გრძნობები ფეხბურთთან დაკავშირებით - ანზორ მექვაბიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი, "რუსთავი 2-ის" ეთერში, გულშემატკივრებისა და ქომაგების მხარდაჭერასა და მუხტზე საუბრობს.

სპორტსმენი ფიქრობს, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული ეს ემოციები და გრძნობები ხალხისთვის ძალიან მონატრებული იყო. 

"მათთვის, თუ არ მოიგეს, ან მინიმუმ ფინალამდე თუ არ გავიდნენ - წარუმატებლობად მიიჩნევა და ხალხი ასე არა მგონია დახვდეს, მაგრამ ჩვენთვის, ვფიქრობ, პირველ ტურნირზე, ხალხი არ ელოდა ასეთ წარმატებას და ძალიან დიდი ხნის მონატრებული იყო ეს ემოციები, გრძნობები ფეხბურთთან დაკავშირებით.

საერთოდ არ ველოდით, მითუმეტეს დილით ადრე ჩამოვფრინდით და არ მეგონა, ასე თუ დაგვხვდებოდნენ იქაც, აეროპორტშიც კი.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სტრესი არ გვქონდა საერთოდ, რადგან ჩვენი პირველი მონაწილეობა იყო და არავინ არ ელოდა არაფერს ისეთს. ჩვენს მაქსიმალურს ვაკეთებდით და ძალიან გვსიამოვნებდა თამაში.

თამაშის დროს მთავარმა მწვრთნელმა ის გვითხრა, რომ უფრო მეტად თამამები ვყოფილიყავით ზოგადად სტადიონზე იმიტომ, რომ ძალიან რთულია ასეთ თამაშებში ასეთ გუნდებს როცა ეთამაშები, ალბათ, ყველაზე მთავარი არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ არ დაითრგუნო იმისგან, რომ ვარსკვლავებს ეთამაშები. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთანაც ჩვეულებრივად შეიძლება თამაში. კი, რა თქმა უნდა, დონეები განსხვავდება," - განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.

დღის ამბები