07 ივლისი 2024,   11:41
ვრცლად
მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "რუსთავი2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთაწმინდის ფერდზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო - ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, მეხანძრე მაშველებთან ერთად, ვერტმფრენიც იყო ჩართული.

დღის ამბები