07 ივლისი 2024,   15:17
ვრცლად
დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისთვის, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება და ყოველთვის იგრძნობა - ოთარ კიტეიშვილი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია II-ს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ძალიან ემოციური დღეებია. დღეს პატრიარქს შევხვდით და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მადლის მომცემი იყო. დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისთვის, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება. ყოველთვის იგრძნობა მისი მხარდაჭერა და ლოცვა-კურთხევა ეროვნული ნაკრებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ. ეს დღეები არის განსაკუთრებული - ევროპის ჩემპიონატიდან ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტიდან დაწყებული, ის ემოცია და მუხტი, რომელიც ჩვენს მიმართ ხალხს აქვს, დაუვიწყარია," - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მდებარე რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიიღო.

დღის ამბები