08 ივლისი 2024,   07:40
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა -  გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 130 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქზე იერიში ორჯერ მიიტანეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი. დაიბომბა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა, ვრცელდება ინფორმაცია 1 დაღუპულისა და 7 დაშავებულის შესახებ.ხარკოვის ოლქში რუსულ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 130 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტის შემდეგ შესაძლოა მოსკოვს დღეს ეწვიოს და მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან გამართოს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ორბანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა.

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია,თუმცა ანჯეი დუდას განმარტებით, რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს, რადგან მისი გამარჯვება მსოფლიოსთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს.

დღის ამბები