06 ოქტომბერი 2024,   02:53
ვრცლად
როგორ ინახავენ თიხის კეცის დამზადების უძველეს ტრადიციებს იმერეთში - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი

ისტორიაში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, იმერეთში უნდა ჩახვიდეთ. სოფელ ვარციხეში, რომელიც სამი მდინარის - რიონის, ყვირილისა და ხანისწყლის შესართავთან არის გაშენებული. ანტიკური ნაქალაქარი ქუთაისიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა კი დაადასტურა, რომ უძველესი ქართული სამეფო - "ეგრისი" სწორედ იმერეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ისტორიასთან უწყვეტი ჯაჭვი აქ რამდენიმე მიზეზის გამოა გაბმული. აქ მოიპოვებენ თიხას, რომლის ისტორიაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს საქართველოში. მეთუნეობის ტრადიციას სოფელ ვარციხეში ბევრი მისდევს. საუკეთესო ხარისხის თიხას ადგილობრივები პირდაპირ თავიანთ ეზოში მოიპოვებენ.

როგორ ინახავენ თიხის კეცის დამზადების უძველეს ტრადიციებს იმერეთში - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები