06 ოქტომბერი 2024,   13:48
ვრცლად
რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმების შედეგად, მთელს უკრაინაში სულ მცირე 23 მოქალაქე დაიღუპა - BBC

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმების შედეგად, მთელს უკრაინაში სულ მცირე 23 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კიევში, დღისით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე 9 მოქალაქე დაიღუპა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რაკეტა საბავშვო კლინიკას მოხვდა. მიმდინარეობს ევაკუაცია.

ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იქ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკში და ერთი დნეპრში.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით, 40-მდე რაკეტა გაისროლა.

დღის ამბები