16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ვიმედოვნებთ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან - მაიკლ კარპენტერი

ვიმედოვნებთ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

მაიკლ კარპენტერს დაუსვეს შეკითხვა - რა ეტაპზეა დღეს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ასევე, რას ფიქრობს აშშ-ის მიერ, საქართველოში წვრთნების გადადების საკითხზე.

კარპენტერი აცხადებს, რომ ახლა ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია.

"ამჟამად საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი განიხილება, მათ შორის, "ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. როცა ჩვენ ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს საქართველოში, ეს არ შეესაბამება ნატო-ს ალიანსის ღირებულებებს და ეს არც თქვენს ატლანტიკურ ინტეგრაციასთან არის თავსებადი, მათ შორის, ევროკავშირთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება თბილისში შეაფასეს.

დღის ამბები