24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა - "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო" დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა - "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო" დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა.

სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო.

"დიალიზის ცენტრის ამოქმედება ვფიქრობ აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადგილობრივი პაციენტები და ასევე პაციენტები ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან შეძლებენ მიიღონ სერვისი ადგილზე", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე.

დღის ამბები