24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
"პირველად რომ დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არ იყო არანაირი ფაქტები და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა" - ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 300 ლარით დააჯარიმა

მაისში მიმდინარე აქციებისას, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 300 ლარით დააჯარიმა.

გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

"პირველად რომ დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა - არ იყო არანაირი ფაქტები და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ადმინისტრაციულზე ვსაუბრობ. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და ისევ გამამტყუნებელი დაჭდა. რის საფუძველზე გამოიტანა, ჩამბარდება და ეწერება იქ, რის საფუძველზე იყო. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ემხრობა მოსამართლე", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი.

დღის ამბები