13 აგვისტო 2026,   13:20
ვრცლად
"ზაფხულის ქრონიკები" - ახალგაზრდა მხატვრებმა საკუთარი ფერწერული ნამუშევრები გამოფინეს

"ნოვო გალერეა" ახალ ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით - "ზაფხულის ქრონიკები". ახალგაზრდა მხატვრები - ლიკა კახიძე და ქეთევან ვარშანიძე დამთვალიერებლებს საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებს სთავაზობენ.

ექსპოზიციაზე მისულ ვიზიტორებს ზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნახატების დათვალიერების საშუალება ექნებათ. ადგილზე 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენა 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები