29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ბრიტანეთში ზღვამ 80-მდე ვეშაპი გამორიყა - მათგან მხოლოდ 12-ის გადარჩენა შეძლეს

შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროს მახლობლად მდებარე კუნძულზე, ზღვამ ვეშაპები გამორიყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 65 "პილოტი ვეშაპი" დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამაშველო-საქველმოქმედო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ბრიტანეთში ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის ყველაზე მასიური შემთხვევაა.

ადგილზე მისული ვეტერინარების შეფასებით, ვეშაპებს ეტყობოდათ, რომ ისინი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხმელეთზე.

მათივე განმარტებით, 77 ვეშაპიდან, მხოლოდ 12 გადარჩენა მოხერხდა.

ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვას არაერთი მიზეზი იწვევს, მათ შორის, მიმოქცევა და გზის აბნევა, თუმცა მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ მოვლენას ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს.

დღის ამბები