25 ოქტომბერი 2024,   16:17
ვრცლად
ესპანეთი ინგლისის წინააღმდეგ - ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

ესპანეთი ინგლისის წინააღმდეგ - ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ევროპის მე-17 ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება დღეს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიუმზე" საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ინგლისი ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ თამაშობს. 2021 წელს კონტინენტის ჩემპიონი იტალია გახდა. ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში სამჯერ აქვს მოგებული.

EURO 2024 წელს გამორჩეული დებიუტანტი ჰყავდა. საქართველოს ნაკრებმა ღირსეული ასპარეზობით, საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნო და დაამახსოვრა. ევროპის სხვადასხვა არენაზე 4 ისტორიული მატჩი გამართა და ოთხჯერ გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

დღის ამბები