16 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
კლუბ "დინამო გაგრას" გუნდები ბულგარეთში, მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს გამართავენ - დავით თაქთაქიშვილი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგენილი საფეხბურთო კლუბ "გაგრას" "დინამო" ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. კლუბი ტურნირზე 7 აგვისტოს გაემართება. გუნდები ქალაქ ბანსკოში შეხვედრებს გამართავენ ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და ისრაელის გუნდებთან. კლუბის დირექტორის, დავით თაქთაქიშვილის განცხადებით, ტურნირზე თამაში კლუბის ფეხბურთელებისთვის არის შესაძლებლობა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში ბულგარული და სხვა ქვეყნის გუნდები დაინტერესდნენ, რადგან მასპინძლების გარდა, იქ თამაშები სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ისრაელის გუნდებთანაც იქნება.

"ჩვენი ფეხბურთელები შეკრებას ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში გაივლიან, სადაც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს გამართავენ. ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი ფეხბურთელები კიდევ უფრო განვავითაროთ და მივცეთ საერთაშორისო გამოცდილება. რაც მათი პროფესიული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას გარდა, მე ის ფაქტი არანაკლებ მიხარია, რომ ბულგარეთში ითამაშებს ქართული გუნდი გაგრადან, აფხაზეთიდან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“,- ამბობს თაქთაქიშვილი.

ცნობისთვის, "დინამო" გაგრა 2023 წელს დავით თაქთაქიშვილის ინიციტივით აღდგა. 26 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდი სრული დატვირთვით ჩაება ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებში, სადაც საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ ექვსი თვის შექმნილი აკადემია უკვე საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდის.

დღის ამბები