20 აგვისტო 2026,   06:36
ვრცლად
მიქაუტაძემ 3 გოლი ყველაზე ნაკლებ დროში გაიტანა და ამით, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტად ფასობს - შოთა არველაძე

შოთა არველაძე, გიორგი მიქაუტაძეს EURO 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას ულოცავს. სოციალურ ქსელში წერს:

"ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა

ისიც სათქმელია, რომ მიქაუტაძემ 3 გოლი ყველაზე ნაკლებ დროში გაიტანა და ამით, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტად ფასობს,"- წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მოიგო.

ფეხბურთელმა ისეთივე შედეგი დააფიქსირა, როგორიც ჰარი კეინმა, დანი ოლმომ და სხვა ვარსკვლავებმა.

დღის ამბები