20 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
საქართველოში ქვიშის ფრენბურთის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოში ქვიშის ფრენბურთის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი კაჭრეთში ჩატარდა და მასში 34 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი როგორც ვაჟთა, ისე ქალთა კატეგორიაში ჩატარდა.

საქართველოს ღირსებას გოგონებისა და ვაჟების სამ-სამი წყვილი იცავდა. ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის წყვილმა, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა, პირველი თამაშის მოგება შეძლო.

გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონები ავსტრიის წარმომადგენლები გახდნენ, ვაჟებში კი პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა.

 

დღის ამბები