17 აგვისტო 2026,   13:34
ვრცლად
გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოხსენების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება - რა თემებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი გაბიტაშვილმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს. ის კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგა. გიორგი გაბიტაშვილი ამ წუთებში კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობს.

გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ასევე, გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მისი ხედვა გაუზიარა.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა მისაღებია მმართველი გუნდის წევრებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აქცენტს გაბიტაშვილის კომპეტენტურობასა პროფესიონალიზმზე აკეთებენ. მათი შეკითხვები ძირითადად შეეხება, თუ როგორია გაბიტაშვილის ხედვა პროკურატურის გაძლიერებასთან დაკავშირებით და რა იქნება შემდგომი ნაბიჯები თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში.

რაც შეეხება ოპოზიციას, საპარლამენტო ოპოზიციიდან სხდომას 2 დეპუტატი - იაგო ხვიჩია და ფრიდონ ინჯია ესწრებიან.

 

დღის ამბები