08 სექტემბერი 2024,   03:31
ვრცლად
პარიზში ავტომობილი რესტორნის ტერასას შეეჯახა - 1 პირი დაიღუპა, 6 დაშავდა

საფრანგეთში, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, ავტომობილი რესტორნის ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ის არ დაშავებულა. 

დღის ამბები