29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
თელ-ავივში, რამდენიმე საელჩოსა და დიპლომატიური შენობის სიახლოვეს, მათ შორი აშშ-ის საკონსულოს მიმდებარედ, აფეთქება მოხდა

თელ-ავივში, რამდენიმე საელჩოსა და დიპლომატიური შენობის სიახლოვეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს მიმდებარედ, აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, დიდი ზომის დრონმა გამოიწვია, რომელიც ისრაელის საჰაერო სივრცეში ხმელთაშუა ზღვის მხრიდან შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამერიკის საკონსულოს შენობის სიახლოვეს დაეცა. დაშავდა 2 ადამიანი. ისრაელის სამხედროების განცხადებით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები