16 აგვისტო 2026,   11:23
ვრცლად
ბოლნისში შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე 615 გრძივი მეტრის გზა მოასფალტდა. პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს - ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და გარე განათების ქსელი.

პარალელურად, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარეობს ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებიც.

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები