ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაერო-ს სასამართლოს დადგენილება, ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების შეთავაზებული გზა დადგენილ ჩარჩოებთან შეუსაბამოა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია და ტერიტორიაზე აშენებული დასახლებები უკანონოა.