14 აგვისტო 2026,   20:49
ვრცლად
ომი უკრაინაში - გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 77 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში აღმოსავლეთიდან ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო ჩაირთო. განგაშის დროს აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვის ოლქში.

44-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 12 სასაზღვრო დასახლება. დაფიქსირდა 128 აფეთქება. შედეგად, არის დაღუპული და დაშავებული.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 77 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რუსეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტაფსეში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაცია "ტელეგრამ" არხებით გავრცელდა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების ჩამოგდებაზე მუშაობდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანიიდან "პატრიოტის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დღის ამბები