20 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, კონსტანტინე ჯღამაია დაიბარა

შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი დაიბარა. კონსტანტინე ჯღამაიამ უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის უკრაინაში მებრძოლი ქართველია.

მანამდე, უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე დაიბარეს. ლაშა ჭიღლაძე კი უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული, თუმცა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი, ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებდნენ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობდნენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

"კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ საქმე ტერორიზმის მომზადების მუხლითაც არის აღძრული. იმის გამო, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, უწყება სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

"საქმე არის ორი მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18-323 მუხლებით, ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება/ამბოხება. მინდა გითხრათ, რომ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლოება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეც და ჩემიო დაცვის ქვეშ მყოფსაც ამ საქმეზე საუბარი არ შეგვიძლია არავისთან. არც საქმის მასალებს გავცნობივარ და არც კონკრეტული კითხვები მოგვისმენია, რადგან მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება", - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა.

დღის ამბები