18 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
სუს-ში ბიზნესმენ ელიზბარ რაქვიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.

უწყებაში ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფებოდა, რომლის გამოკითხვაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შენობის დატოვების შემდეგ, ბიზნესმენმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და კატეგორიულად გამორიცხა, რომ ის გამოკითხვაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფებოდა, რაც ტერორისტული აქტის მომზადებასა და ხელისუფლების დამხობას გულისხმობს. მისი განცხადებით, უწყებაში პირადი საქმის გამო იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ელიზბარ რაქვიაშვილი ერთადერთი მოწმეა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთი ბიზნესმენია დაბარებული.

დღის ამბები