ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა თეთრ სახლთან პალესტინის მხარდამჭერთა აქციის ფონზე გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ხელები წითელი საღებავით შეიღებეს. მათი თქმით, ამ ჟესტით სიმბოლურად განასახიერეს პალესტინელი ხალხის სისხლი.
თეთრ სახლთან კონტრაქცია გამართეს ისრაელის მხარდამჭერებმაც. მათ ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ.
დემონსტრანტებისგან დასაცავად თეთრი სახლის გარშემო უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღობეები განალაგეს.