08 სექტემბერი 2024,   04:59
ვრცლად
"ვიცი, რომ კარგად არიან, მხიარულად ესაუბრნენ ტელეფონით" - "კურიერი" სვანეთში დაკარგული ორი პირის ახლობლებს ესაუბრა, რომლებიც რამდენიმე ცოტა ხნის წინ იპოვეს

4 დღის წინ დაკარგული ორი ახალგაზრდა, რომელსაც მაშველები ადგილობრივებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ორივე თავს კარგად გრძნობს.

ახალგაზრდები ლენტეხისკენ 4 დღის წინ დაიძრნენ, ორი დღის შემდეგ კი ახლობლებს დაუკერეს და უთხრეს, რომ გზა აერიათ. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.

სამძებრო ოპერაცია კი, რომელშიც დღეს ავიაციაც ჩართეს, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლის თქმით, მათთან სატელეფონო კომუნიკაცია უკვე შედგა და თავს კარგად გრძნობენ.

"ორივე იპოვეს, ორივე კარგად არის. არ ვიცი რა თქვეს და რას ამბობენ, უბრალოდ ვიცი, რომ კარგად არიან, მხიარულად ესაუბრნენ ტელეფონით, მგონი ქვემო სვანეთის მხარეს არიან", - განაცხადა ოჯახის ახლობელმა "კურიერთან" საუბრის დროს.

დღის ამბები