18 ოქტომბერი 2024,   09:08
ვრცლად
მესტიაში დაკარგული ორივე პირი იპოვეს

მესტიაში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული ორივე პირი იპოვეს. ამის შესახებ დაკარგულების ახლობელმა ანა წერედიანმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა. მისი თქმით, ორივე დაკარგული ცოცხალია.

ინფორმაცია მათი პოვნის შესახებ "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

რამდენიმე დღის წინ დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალია.

ცნობისთვის, დაკარგული ორი პირი ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით გადაადგილდებოდნენ. ისინი სატელეფონო კავშირზე, ბოლოს 22 ივლის გავიდნენ. ამბობდნენ, რომ გზაა აებნათ და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხეს ადგილზე დროულად მისვლა, თუმცა მას შემდეგ, ორივე პირის კვალი კვლავ გაქრა. სატელეფონო კავშირით დადგინდა, რომ ისინი ლენტეხის მიმართულებით იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულები. პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილით ჩაერთო. ძებნის ოპერაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი ადგილიდან ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები