"ბროწეულად ქცეული სიყვარული"- ასე ჰქვია მხატვარ ნაილი თიგიშვილის გამოფენას, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
სპეციალურად პერსონალური გამოფენისთვის ხელოვანმა ბოლო სამი თვის განმავლობაში შექმნილი 30 ტილო შეარჩია. აკრილის საღებავით შესრულებული ნახატების დათვალიერებას სტუმრები 28 ივლისის ჩათვლით შეძლებენ.