ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის, შეთქმულების საქმეზე საგამოძიებო მოქმედება, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც მიმდინარეობდა. გამოძიების კითხვებს უპასუხა ავთანდილ სურმანიძემ. უკრაინის ომის მონაწილე, გამოკითხვაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები უკრაინის ომთან დაკავშირებით ჰქონდა, ასევე ჰკითხეს იცნობდა თუ არა უკრაინის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
სურმანიძის განცხადებითვე, გამოძიება დაინტერესდა მისი კონტაქტებით უკრაინაში მებრძოლ სხვა ქართველებთან და იგეგმებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ავთანდილ სურმანიძე მის გამოკითხვას პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს.