08 სექტემბერი 2024,   08:25
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს კონსტიტუციას, ამ რეიტინგში ალბათ არ მონაწილეობს - ნინო წილოსანი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველოს დაწინაურებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ რეიტინგში პრეზიდენტის ინსტიტუტი, სავარაუდოდ, არ მონაწილეობს.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ამ ინდექსის მიხედვით, ქვეყანა არასახარბიელო პოზიციაში იმყოფებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

"ალბათ არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ, თავისი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსში. თავისთავად, მთელი სამთავრობო ინსტიტუცია მობილიზებულია, რომ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც არის ღერძი ჩვენი საკანონმდებლო და სახელმწიფო მოწყობისა, ვცეთ პატივი. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი საპრეზიდენტო ინსტიტუციაზე. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს კონსტიტუციას, ამ რეიტინგში, ალბათ, არ მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ეს ინდექსი 93-ე ქვეყნად გვაიდენტიფიცირებდა. ეს იყო წარმოუდგენლად ნეგატიური პოზიციონირება. ახლა ჩვენ ვიკავებთ 45-0ე ადგილს, 50 საუკეთესო ქვეყანას შორის ვართ და, ამავდროულად, ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, კანადა, უნგრეთი და სხვა,"- აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები