08 სექტემბერი 2024,   08:33
ვრცლად
საქართველოს ასეთი დაწინაურება 2012 წლიდან დღემდე ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ძირითად კანონთან მიმართებით მთავრობის დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესებულია - დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველოს დაწინაურებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს დაწინაურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციასთან მიმართებით მთავრობის დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესებულია.

მისივე განცხადებით, გამონაკლისი პრეზიდენტის ინსტიტუტია, რომელიც კონსტიტუციაში არსებულ დებულებებს არ იცავს.

"საქართველოს ასეთი დაწინაურება 2012 წლიდან დღემდე ხაზს უსვამს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ქვეყნის ძირითად კანონთან მიმართებით ქვეყნის ხელისუფლების, კერძოდ, მთავრობის დამოკიდებულება არის მკვეთრად გაუმჯობესებული, რაც თავისთავად არის ხელისუფლების სწორი პოლიტიკის, მშვიდობიანი, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციის უზენაესობაზე დამყარებული პოლიტიკის შედეგი.

ქვეყანაში არის გარკვეული გამონაკლისები - ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია კონსტიტუციას არ ცნობს, ფიქრობს, რომ თავად ისაა კონსტიტუცია და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციაში არსებული დებულებები დაიცვას, თუმცა ეს ფაქტორი ვერ მოქმედებს ქვეყნის იმ წინსვლასა და პროგრესზე, რომელიც ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის შესაბამისი კვლევით აისახა," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები