პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენები რამდენიმე სპორტის სახეობაში ასპარეზობდნენ. პირველი ტატამზე გიორგი სარდალაშვილი გავიდა, რომელმაც პირველი ეტაპი დაძლია, თუმცა მეოთხედფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა.
მერვედფინალში დამარცხდა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა ეგვიპტელმა მოწინააღმდეგემ ქართველი დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დაამარცხა.
საქართველოს სახელით დღეს 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე გამოვიდა. ახალგაზრდა ქართველმა ათლეტმა ფინალურ რაუნდში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.