14 აგვისტო 2026,   16:51
ვრცლად
"მოკლულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ - ისრაელის სახელმწიფო ამას უყურადღებოდ არ დატოვებს" - ნეთანიაჰუ "ჰეზბოლას" თავდასხმაზე

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 30-ზე მეტი, დაღუპულთა რიცხვი კი, შესაძლოა, გაიზარდოს.

სერიოზული ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც, - ინფორმაციას ამის შესახებ Times Of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამ თავდასხმას "უყურადღებოდ არ დატოვებს".

"ისრაელის მოქალაქეებო, ისევე, როგორც თქვენ, მეც შოკირებული ვიყავი "ჰეზბოლას" სასტიკი თავდასხმის შემდეგ. მოკლულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ. ისრაელის სახელმწიფო ამას უყურადღებოდ არ დატოვებს," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები