25 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში - რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ სოფელ ჭიაურში სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

სტიქია ლაგოდეხში - რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. დაზიანებულია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები - საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. ამ დროისთვის დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა თქვა, რომ სტიქიის ზონაში მუშაობენ სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები.

"როცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს, რომელთაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა", - აცხადებს იგი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მესამედ დააზარალა.

დღის ამბები