16 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
პარლამენტის წევრების, პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება - მერაბ ტურავა

სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.

მისივე განცხადებით, საკითხის განხილვას, მინიმუმ, ერთი თვე მაინც დასჭირდება.

"დღეს, როგორც გავიგე, მესამე სარჩელი შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სარჩელის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით, უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს - ეს სარჩელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ორ სარჩელს შეუერთდება.

კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას ერთ თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე, მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

დღის ამბები