16 აგვისტო 2026,   11:22
ვრცლად
სოფელ მატანში ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. 

22 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი მგზავრები კი, სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით არიან გადაყვანილნი.
 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
დღის ამბები