08 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა - ჩემპიონებს გულშემატკივრებმა შთამბეჭდავი დახვედრა მოუწვეს

შთამბეჭდავი დახვედრა ჩემპიონებს - სოციალურ ქსელში, ლაშა ბექაურის თხოვნა, რომ მათ ხალხი გრანდიოზულად შეხვედროდა, შესრულებულია. ათასობით ქომაგი თბილისის აეროპორტში მედალოსნებს შეეგება.

ჩემპიონი ჰაერში აიტაცეს და ასე, ყველასთან ერთად ის დიდი სიხარული გაიზიარა, რაც თავად ხალხში დათესა. ზღვა ემოციები და სიყვარული, რომელიც ძიუდოისტებმა იგრძნეს - დაუვიწყარი იყო.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები სამშობლოში სამი მედლით დაბრუნდა. ლაშა ბექაურის ოქროს გარდა, ჩვენმა გუნდმა, ორი ვერცხლის მედალი ჩამოიტანა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრები, ახლოს იყო კიდევ ორ მედალთან. გიორგი სარდალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და კვარცხლბეკზე ადგილი ვერ დაიკავეს.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზში ასპარეზობს აგრძელებს. მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით ბერძნული-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ძალოსანთა გუნდს და ლაშა ტალახაძეს, რომელიც თავის მესამე ოლიმპიურ ოქროს იზეიმებს.

პარიზის ოლიმპიადის 9 სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს, 1 ოქრო 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. საერთო ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 27-ე ადგილს იკავებს.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები