16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით, მისი პირობები არ გაუარესებულა - ზურა ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით, მისი პირობები არ გაუარესებულა - ამის შესახებ "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აცხადებს.

ზურა ჩხაიძე განმარტავს, რომ პალატა შეიცვალა კლინიკაში დეპარტამენტების დამატების გამო. მისივე თქმით, სააკაშვილი გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი.

"პალატის ცვლილება განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ ერთმა მიზეზმა, ეს არის ახალი დეპარტამენტის დამატება კლინიკაში. გვჭირდებოდა სივრცე, სადაც განთავსდებოდა ეს ახალი სტრუქტურა. ეს მისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, დაახლოებით ერთი თვეა, რაც თვითონ ინფორმირებული იყო ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. პირობები არანაირად არ გაუარესებულა, მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესებულ პირობებში გადავიდა", - განაცხადა ჩხაიძემ.

დღის ამბები