შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, სახალხო დღესასწაული "შუამთობა" აღინიშნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთის ტრადიციების შენარჩუნება და მაქსიმალური კეთდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო აქტივობები, გაიმართა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სამზარეულო.
გაიმართა კონცერტი მუსიკალური ჯგუფი "ურსას" და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
დღესასწაული შუახეველებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.