რუსთავში ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა - პროექტი ქალაქის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.
ტერიტორიის კეთილმოწყობა მოსახლეობამ მოითხოვა, ადგილობრივებმა შეარჩიეს კონკრეტული პროექტიც. სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.