05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.

"მტრის ძალების მიერ რეგიონში შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად, მივიღე გადაწყვეტილება, კურსკის რეგიონში, 7 აგვისტოდან, საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო.

ჩემი ხელმძღვანელობით, ოპერატიული შტაბი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ", – აღნიშნავს სმირნოვი.

კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის კანონიერი უფლება. სტანომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას "აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის - აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმების გზით“.

დღის ამბები