17 სექტემბერი 2024,   13:08
ვრცლად
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა სპორტსმენმა, მერვედფინალურ ეტაპზე, უკრაინელი მეტოქე 11:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანის დაუპირისპირდება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

 

დღის ამბები