20 აგვისტო 2026,   08:52
ვრცლად
პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და ოლიმპიადების რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ

პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და ოლიმპიადების რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.

ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელი და ყაზახი მეტოქეები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ნინო სალუქვაძემ პარიზში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ზაფხულის 10 თამაშებზე მიიღო მონაწილეობა.

საქართველომ პარიზში ჯამში 7 მედალი მოიპოვა. სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მედლების საერთო რაოდენობით საქართველო 204 ქვეყნიდან 24-ე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები