23 იანვარი 2025,   01:07
ვრცლად
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ხაილო ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ხაილო, ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მინისტრის მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული ქსელი გამოააშკარავა.

      ალექსანდრ ხაილო ლვოვის და ვოლინის ოლქების სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს, თანხის სანაცვლოდ, დაჰპირდა, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქში მაღაროდან სამთო-მომპოვებელ აღჭურვილობას გადასცემდა. საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს.

      ოთხივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.